19 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
ისრაელი უპრეცენდენტო მარცხის პირისპირ აღმოჩნდა - ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი პალესტინას ღია მხარდაჭერას უცხადებს

ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი ჰოსეინ სალამი აცხადებს, რომ ისინი პალესტინელების გვერდით არიან. 

"ჩვენ პალესტინელების გვერდზე ვდგავართ. ეს დაპირისპირება მუდმივია და ბოლომდე თქვენს გვერდზე ვიქნებით. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ისრაელის ოფიციალური პირებს უკვე სასოწარკვეთილება და უიმედობა აქვთ სახეზე. ისრაელის ეროვნული თავდაცვა უპრეცენდენტო მარცხის პირისპირ აღმოჩნდა,"- აღნიშნავს ჰოსეინ სალამი.

მედიის ცნობით, წინა დღეებთან შედარებით ისრაელმა ღაზაში გასულ დღე-ღამეში ნაკლები რაკეტა გაისროლა, თუმცა ჯერჯერობით ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია.

მსხვერპლი ღაზაში 228-მდეა გაზრდილი. ისრაელის ცნობით მათგან 150 სამხედროა, ღაზის ცნობით კი 63 ბავშვი. რთულია ჰუმანიტარული მდგომარეობა. 12 გარდაცვლილი ჰყავს ისრაელს, სადაც დაჯგუფება "ჰამასი" უკვე მეათე დღეა სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.

დღის ამბები