19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
ყაზანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მოსწავლეების ევაკუაცია კიდევ ერთი სკოლიდან გახდა საჭირო

ყაზანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მოსწავლეების ევაკუაცია კიდევ ერთი სკოლიდან გახდა საჭირო. მოსწავლეების შენობიდან დაუყოვნებლივ გაყვანა საეჭვო ნივთების აღმოჩენის შემდეგ გამო მოხდა.

РИА Новости-ს ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი საეჭვო შეფუთვა გახდა, რომელშიც სასკოლო რვეულები აღმოჩნდა. 

საუბარია, 174-ე სკოლაზე, სადაც მოსწავლეები 175-ე გიმნაზიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს.ამ დროისთვის, სკოლაში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული. უცხო პირებს სკოლის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

შეგახსენებთ, 11 მაისს ყაზანის 175-ე გიმნაზიას, სკოლის ყოფილი მოსწავლე, 19 წლის შეიარაღებული ილნაზ გალიავიევი დაესხა თავს და 9 ადამიანი მოკლა.

დაშავებული ბავშვებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

დღის ამბები