18 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
"განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია.

თურნავას თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა.

"პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი - სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები.

მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელი არის სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ", - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები