13 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
"თაგვების ჭირის" ახალი ტალღა ავსტრალიაში

ავსტრალიის სოფლის მოსახლეობა უკვე წლებია ებრძვის ხანძრებს, გვალვებსა და წყალდიდობებს, თუმცა ახლა ამ ყველაფერს "თაგვის ჭირი" დაემატა.

ზოგმა ფერმერმა საბოლოოდ შეძლო, რომ თავისი მოსავლისთვის კარგი პირობები შეექმნა და სტიქიურ უბედურებებს აღარ შეეშალათ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

კარგი გარემო კი თაგვებისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდა, რამაც მათი რიცხვის გაათმაგება გამოიწვია.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში თაგვების მასშტაბური "შემოსევაა". სამმა ფერმერმა, BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური "თაგვების ჭირია", რაც მათ ოდესმე უნახავთ. 

დღის ამბები