"დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში - 2021 წლის "პრაიდის კვირეულზე" - გაეროს, ევროკავშირისა და 16 ქვეყნის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
ერთობლივ გზავნილში ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლობები მხარს უჭერენ ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება ქვეყანაში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში, სიძულვილისა და ძალადობის გარეშე.