16 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
თამარ ჟვანიას წასვლის შემდეგ მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს - ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დეპუტატები კიდევ ერთხელ აფასებენ

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? თამარ ჟვანიას წასვლის შემდეგ მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

ცესკოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი პრეზიდენტისგან იწყება - ცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც პარლამენტს მაქსიმუმ სამი კანდიდატი წარედგინება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვე. პროცედურასთან ერთად კანონმდებლები თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ.

ოპოზიციის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და "ქართულმა ოცნებამ" ეს ანტურაჟის შექმნისთვის გააკეთა. მათი თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე.

დღის ამბები