16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ვინმე თუ გაბედავს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეფერხებას, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება - ანრი ოხანაშვილი "თბილისი პრაიდის" კვირეულზე

კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვაზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ანრი ოხანაშვილმა "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, ნებისმიერ რადიკალურ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას.

არავის არ აქვს უფლება ვინმეს მიმართ იძალადოს. მოვუწოდებ ყველას რომ მშვიდობიანად გამოხატოს თავისი პოზიცია. იქნება ძალადობა, ამას ექნება მკაცრი რეაგირება. ვინმე გაბედავს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეფერხებას? იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები