16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
NATO-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია სრულდება - ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაიმ ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მოლაპარაკებები პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან მიმდინარეობს. NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდება პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტსაც.

საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და ამ გზაზე განსახორციელებელი რეფორმების ხელშეწყობაა. ეს NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში აპატურაის ბოლო ვიზიტია.

"საქართველოში ახლა ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომელიც ყურადღებით დაკვირვებას მოითხოვს. NATO-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია სრულდება, პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, პარლამენტი და მთავრობა ფუნქციონირებს.

ვხედავთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით რეფორმების იმპლემენტაცია მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვხედავთ პროგრესს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რაშიც შეერთებული შტატების ელჩი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მთავარია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიდის. ეს კარგი სიახლეა, როგორც, პირველ რიგში, ქართველებისთვის, ასევე NATO-სთვის, იმისათვის, რომ ალიანსს დაუახლოვდეთ," - განაცხადა აპატურაიმ.

დღის ამბები