16 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
NATO-ს სამიტზე ნამდვილად აღიარეს ის, რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და ალიანსთან დაახლოების კუთხი - ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხება საქართველოს NATO-​ში ინტეგრაციის პროცესს და მიმდინარე რეფორმებს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. მისივე თქმით, პოზიტიურად შეფასდა NATO-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით.

"განვიხილეთ NATO-საქართველოს ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება. პირველ რიგში, უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ბოლო სამიტი და მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად.

ჩვენ პოზიტიურად შევაფასეთ ასევე NATO-ს სამიტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ შექმნილ სიტუაციას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

"პირველ რიგში მინდა აღინიშნოს, რომ NATO-ს სამიტზე ნამდვილად აღიარეს ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და NATO-სთან დაახლოების კუთხით. თუ შევადარებთ წინა სამიტის დეკლარაციას და ახლანდელს, აშკარად ჩანს, რომ დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების მეტად აღიარება.

ჩვენ დავსახეთ უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით და NATO-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე," - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება. პრეზიდენტის სასახლეში უნდა გაიმართოს დაჯილდოვების ცერემონიაც. აპატურაი უკვე შეხვდა თავდაცვის მინისტრსაც. დღესვე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელ პრემიერმინისტრს შეხვდება.

დღის ამბები