პოლიტიკოსების გახმაურებული საქმეები - რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ TBC ბანკის საქმეზე სასამართლო განხილვები განახლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად 2 საქმის - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის და გიგი უგულავას სასამართლო პროცესები იწყება.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"მთელმა მსოფლიომ დაწერა გამოაქვეყნა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული სადაც არ არის არანაირი დანაშაულის ნიშნები.ეს არის შეშინებული ხელისუფლების და კლანის მოქმედება,"- აცხადებს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სამართლებლივ საფუძველთან საქმეს კავშირი არ აქვს.
"არცერთი მოწმე ბრალდებულების ბრალეულობას არ ადასტურებს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ საქმე ბრალდებულების გამართლებით დასრულდება,"- აცხადებს ადვოკატი.
პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე საუბრობენ გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბრის ინციდენტს რომელიც თბილისის აეროპორტში მოხდა, რა დროსაც პოლიტიკოსები ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს. გამოძიება დღეს სწორედ დაზარალებულად ცნობილ ბადრი გავაშელიშვილს გამოკითხავს.
ამ საქმეში ბრალდებული გიგი უგულავაა, რომელსაც ძალადობას ედავებიან, ხოლო გოკა გაბაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.
გიგი უგულავას თქმით სასამართლო აბსურდის თეატრს დაემსგავსა.
"ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება. მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ქვეყანას სასამართლოში რამე შეიცვლება,"- აცხადებს უგულავა.
მოწმე გიორგი გაბაშვილი კი აღნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურად შეკერილია და გიგი უგულავას ბრალი არაფერში მიუძღვის.
პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად 3 საათზე დაიწყო, მოლოდინია, რომ პროცესები სამ საათში დასრულდება.