16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს​ - ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს მმართველი გუნდი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმუნიტეტი არ არის პოლიტიკური აქტივობა და თუ დანაშაულია ჩადენილი, პირმა პასუხი უნდა აგოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი უნდა იყოს დამოუკიდებელი.

"ნებისმიერი ტიპის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს გამოძიების ეტაპზე სასამართლოში, უნდა იყოს დამოუკიდებელი პროცესი. თანამედროვე საქართველოში არსებობს ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ჯერ ქართველ მართლმსაჯულებაში დაამტკიცო სიმართლე, თუ არა ხარ დამნაშავე, თუ არადა ამისთვის არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ინსტანციები," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ყველა საქმეში პოლიტიკური მოტივების კონტექსტს ეძებს.

"ოპოზიცია ყველაფერში ხედავს პოლიტიკურ კონტექსტს, მე ამ საქმის დეტალები არ ვიცი, შესაბამისად, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ის, რომ ოპოზიცია ყველაფერში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავთ, უკვე ნათელია,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

დღის ამბები