20 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
"აი, როგორ უნდა გაზარდო კარგი ადამიანი" ​- პრინცესას კაბაში ჩაცმული მამა-შვილის ვიდეოს თითქმის 22 მილიონი ნახვა აქვს

ვიდეომ, სადაც მამა-შვილი ანიმაციური ფილმ "Frozen"-ის გმირის, პრინცესა ელზას ფორმაში გამოწყობილი მიეშურებიან კინოთეატრისკენ, 21,6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ვიდეოს გმირი ავსტრალიელი სკოტ სტიუარტია. ისევე, როგორც უამრავი სხვა პატარა ბიჭს, მის ვაჟს, კოლინსაც უყვარს პრინცესები, ფერიები და ვარდისფერი სათამაშოები, ამასთან ის პრინცესა ელზას უდიდესი ფანია. 

ჯერ კიდევ 2020 წელს, კოლინსს საბავშვო ბაღში პრინცესა ელზას თოჯინით თამაშის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა.  

კოლინის მხარდაჭერის მიზნით, სტიუარტმა გადაწყვიტა თავადაც ჩაეცვა პრინცესა ელზას კაბა, როგორც თავის შვილს სურდა და ასე წასულიყვნენ კინოში მულტფილმის სანახავად. 

"ჩემს შვილს სურდა, რომ კინოში ელზას ფორმით წასულიყო და მე ვუთხარი, რომ ამას არავითარ შემთხვევაში მარტო არ გააკეთებდა,"- იხსენებს სტიუარტი. 

მამის გულისამაჩუყებელმა ჟესტმა მილიონობით ადამიანში სიმპათია გამოიწვია და ვიდეო ვირუსული გახდა. "ვტირი" - წერდნენ კომენტარებში, "აი, როგორ უნდა გაზარდო კარგი ადამიანი" - წერდნენ სხვები.

ამის შემდეგ სტიუარტმა დაწერა წიგნი "ჩემი ჩრდილი ვარდისფერია", რომელიც მალე ბესტსელერად იქცა. წიგნი პატარა ბიჭზეა, რომლის ჩრდილიც, სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, არა ცისფერი, არამედ ვარდისფერია. 

დღის ამბები