20 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
პუტინმა და მაკრონმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგსა და ნდობის აღდგენაზე ისაუბრეს

რუსეთი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას საუბრისას უთხრა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის უფრო ნდობით აღსავსე ურთიერთობა უნდა დამყარდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნორმანდიის ფორმატის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემებზე გაამახვილეს.

დღის ამბები