20 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
აშშ-ში კიდევ ერთი შენობა ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ვაშინგტონში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შენობა მშენებლობის პროცესში იყო.

სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ნანგრევებში მოყოლილი მუშები, ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის, შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები