20 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
შემზარავი კადრები - იაპონიაში მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა, სტიქიის ზონაში მიწის ქვეშ მოყოლილებს ეძებენ

ძლიერი წვიმის შემდეგ იაპონიის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა. ცნობები ვრცელდება ოცი ადამიანის გაუჩინარებაზე.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იჭრება მიწის და შავი ტალახის ნიაღვარი ქალაქის ქუჩებში. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სრულიად განადგურდა და დაიმარხა.

ადგილობრივი მედიის, "კიოდოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჯერჯერობით მხოლოდ ორი გვამის პოვნა მოხერხდა.

ატამიში მეწყერის მთავარ მიზეზად ძლიერი წვიმა სახელდება. ნალექი ივლისის პირველ 3 დღეში უჩვეულოდ ჭარბი იყო, რამაც საბოლოოდ მსგავსი კატასტროფა გამოიწვია.

"საშინელი ხმა გავიგონე და დავინახე შავი მიწისა და ტალახის მეწყერი, რომელიც დიდი სიჩქარით მომართებოდა. მაშველები ხალხის ევაკუაციას ახდენდნენ, მე კი მაღალ სართულზე გავიქეცი" - განაცხადა ამბის ერთ-ერთმა თვითმხილველმა და გადარჩენილმა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები