16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ჩაერთვება, თუ არა ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში - საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ჩაერთვება, თუ არა ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში - ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს პოზიციები შეჯერებული არ აქვს.

საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი, დღეს პარლამენტშიც შეიკრიბა. როგორც ამბობენ აუდიენციისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სასამართლოს სისტემა იყო.

"ის პოლიტიკა, რომლეიც ხელისუფლებებმა სასამართლოში გაატარეს, ერთადერთ გზას ტოვებს იმისათვის, რომ ჩვენ ოდესმე მაინც მივიღოთ სამართლიანი სასამართლო. ეს არის ქირურგიული ჩარევა სასამართლოს სისტემაში, რომელიც უნდა განხორციელდეს მკაცრად სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტს - "ბოიკოტს უცხადებს. 

ენმ-ში კი მიაჩნიათ, საკითხის ირგვლივ ძალების გაერთიანებაა საჭიროა. 

"საბოლოო ჯამში, პარლამენტი ამ კანდიდატურებს მაინც დაამტკიცებს, თუკი ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

მმართველ გუნდში კი, აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება", როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო რეფორმის ნაწილში, ყველა პუნქტს ზედმიწევნით ასრულებს.

"ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე პირდაპირი იერიშის მიტანა. იმ დათქმით, რომ თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დიდწილ მოსამართლეებს სახლში გაუშვებენ. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ პარტიებს ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გასცემს. "ქართული ოცნება", როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო რეფორმის ნაწილში, ყველა პუნქტს ზედმიწევნით ასრულებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები