"პატრიოტთა ალიანსმა" დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა სახალხო დამცველის გადადგომა იყო.
რამდენიმე ასეული აქტივისტი, თავდაპირველად, ოპერასთან შეიკრიბა, საიდანაც ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა.
სიტყვით გამოსვლების დროს აღინიშნა, რომ სწორედ სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, აშშ-ის და ევროპის მხარდაჭერით, მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვიან.
"პატრიოტთა ალიანსმა" მხარდამჭერებს ხვალ კვლავ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდა.