20 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ფილიპინებში 50-მდე გაიზარდა

ფილიპინებში 50-მდე გაიზარდა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

სამხედრო თვითმფრინავში 96 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმრავლესობა სამხედრო პერსონალი იყო.

დაღუპულთა შორის 3 სამოქალაქო პირია.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, ფილიპინების შეიარაღებული ძალები "შავ ყუთს" ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები