20 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" უცხო ქვეყნის ჯარისკაცებს ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" უცხო ქვეყნის ჯარისკაცებს ემუქრება

"ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, რომელიც სექტემბრის შემდეგ ავღანეთში დარჩება, რისკის ქვეშ იქნება"- განცხადება "თალიბანმა" იმ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გააკეთა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ავღანეთში დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად 1 000-მდე სამხედრო დარჩეს.

რადიკალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი სამოქალაქო პირები მათი სამიზნე არ გახდებიან.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ჯარი ავღანეთს 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავამდე, დატოვებდა.

დღის ამბები