16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"საქართველოში დემოკრატიის ბედი რისკის წინაშეა" - საელჩოების წარმომადგენლები თბილისში მომხდარ მოვლენებს აფასებენ

თბილისში, გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოელი დიპლომატები ეხმაურებიან.

"ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და ლგბტ ​ჯგუფების, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგ, მიუღებელია," - აცხადებს ნიდერლანდების საგარეო უწყება და საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველ ორგანოებს იმ ადამიანების დაცვისკენ მოუწოდებს, ვინც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს იყენებს.

საქართველოში ჩეხეთის ელჩი კი წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის ბედი რისკის წინაშეა და ყველა მხარემ, მათ შორის მთავრობამ სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.

"შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი," - წერს პეტრ მიკისკა "ტვიტერზე".

მედიის წარმომადგენლეზე ძალადობა მიუღებელია ლიეტუვის ელჩისთვისაც.

ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სწრაფი გამოძიება უნდა დაიწყოს.

გუშინდელი აქციის შედეგად მედიის 48 წარმომადგენელი დაშავდა. ნაწილი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ნაწილი კი სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში დაბრუნდა.

 

დღის ამბები