20 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს - წინასწარი მონაცემებით, მგზავრებიდან არავინ გადარჩენილა

ნაპოვნი ნამსხვრევების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა Ан-26 კლდეს შეეჯახა.

ამ დროისთვის, გადაუდებელი დახმარების სამსახურები მსჯელობენ თუ როგორ მიაღწიონ თვითმფრინავის ვარდნის ადგილს, საჰაერო თუ სახმელეთო გზით.

წინასწარი მონაცემებით, კამჩატკაზე თვითმფრინავის ვარდნის შედეგად არავინ გადარჩა. ბორტზე 22 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ვარდნის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.

ასევე ვრცელდება პირველი ფოტო თვითმფრინავის ვარდნის ადგილიდან.

 

დღის ამბები