16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"მოითხოვეთ საგანგებო სხდომის მოწვევა, რომელზეც განიხილება საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ" - შალვა ნათელაშვილი 

შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმას გამოეხმაურა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ როგორც "თბილისი პრაიდის", ასევე რადიკალური ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას და დაპირისპირებით "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს ძალა აჩვენა.

შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს დატოვონ საკანონდებლო ორგანო.

"სრული სოლიდარობა ჟურნალისტებს. მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, მოითხოვეთ საგანგებო სხდომის მოწვევა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, დატოვეთ შემდგომ პარლამენტი სადაც შეხვედით უმძიმესი შედეგებით,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები