20 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "ელზა" ფლორიდას უახლოვდება

კუბის შემდეგ ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "ელზა" ფლორიდას უახლოვდება.

შტატის სანაპიროსთან ძლიერი ქარი და ამინდის გაუარესება შეინიშნება. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ქარის სიჩქარემ 85 კმ.სთ-ს გადააჭარბოს და ამიტომ, მოსახლეობას სანაპიროზე ყოფნისგან თავის არიდებას ურჩევენ.

ქარიშხალმა მანამდე კარიბის ზღვის აუზს გადაუარა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

კუბაზე კი, სადაც ქარიშხალმა ღვარცოფები და ძლიერი წვიმები გამოიწვია 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.

დღის ამბები