პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის პარალელურად კონტრაქციას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშვეთის ეკლესიასთან მართავენ. მათ, ცოტა ხნის წინ, სცადეს პოლიციის ჯაჭვის გარღვევა და პარლამენტის წინ აქციისკენ გადაადგილება.
ისინი კვლავ აგრძელებენ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გამოვლენას, ცოტა ხნის წინ, მიკროფონი გადაუგდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ, ამ წუთებში უკვე დააკავა ერთი პირი და ის პოლიციის მანქანით გადაჰყავთ.