20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
სატანური სიმბოლო - რას ნიშნავს წრეში ჩასმული პენტაგრამა, რომელიც ყაზახეთში კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს

ყაზახეთში, მდინარე ტობოლთან მდებარე წყალსაცავთან გიგანტური პენტაგრამაა დახაზული, რომელიც წრეშია ჩასმული. პენტაგრამა მკაფიოდ ჩანს აპლიკაცია Google Earth-ის საშუალებითაც.

ნახაზთან ახლოს არანაირი დასახლება არ არის, უახლოეს ქალაქი - ლისაკოვსკი ადგილიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი არქეოლოგიური ნანგრევებია, ბრინჯაოს ხანის დასახლებები, სასაფლაოები, რომელთა უმეტესობა ჯერ შესწავლილი არ არის.

საიდან გაჩნდა 366 მეტრი რადიუსის პენტაგრამა სანაპიროზე? - ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სატანისტების ლოცვის ადგილია. თუმცა, როგორც Live Science წერს, პენტაგრამა უძველესი სიმბოლოა, რომელსაც უამრავი კულტურა თუ რელიგიური დაჯგუფება იყენებდა -  მესოპოტამიელები, ქრისტიანები, თავისუფალი მასონები შავი მაგიის მიმდევრები...

თუმცა, როგორც ირკვევა, ყაზახურ პენტაგრამას არფერი აქვს საერთო რელიგიასთან - არქეოლოგი, ემა უსმანოვა ამბობს, რომ ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ვარსკვლავის ფორმის სიყვარულს უკავშირდება :

 "ეს არის პარკი, რომელიც ვარსკვლავის ფორმისაა. ვარსკვლავი საბჭოთა ეპოქაში პოპულარული სიმბოლო იყო, ხშირად გამოიყენებდნენ შენობების ფასადებზე, დროშებსა და მონუმენტებზე," - განმარტავს არქეოლოგი.

ამავე თემაზე
დღის ამბები