20 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა შტორმს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფლორიდაში ძლიერი ქარის გამო ხე ავტომობილებს დაეცა - დაიღუპა ერთი ადამიანი.

ტორნადო იყო ჯორჯიის შტატში, სადაც რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაშავდა 11 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი "ელსა" დღეს სამხრეთ კაროლინას მიაღწევს.

დღის ამბები