ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ვატო ასათაშვილი თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს კატასტროფულს უწოდებს. მისი თქმით, პოლონელი ტურისტის დაჭრას ქვეყნისთვის გრძელვადიანი "ეფექტი" ექნება.
"5-6 ივლისი იყო კატასტროფული, არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ის მესიჯები, რაც ქვეყნიდან გავიდა და რასაც საერთაშორისო მედიაში ვკითხულობთ, არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დესტაბილიზაცია, ქვეყანაში გადაადგილება არ არის უსაფრთხო. უფრო მეტიც, მაგალითად 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, ფაქტიურად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია. აქამდე ვიცოდით, რომ ქვეყანაში ბოლომდე დაცული არ იყო ბიზნესი, ახლა აღმოჩნდა, რომ გადაადგილებაც და ჯანმრთელობაც არაა უსაფრთხო.
პოლონელი ტურიზმის მაგალითი არის საკმაოდ ცუდი შემთხვევა. საკმაოდ ცუდი მაგალითია და ამას ექნება გრძელვადიანი ეფექტი," - განაცხადა "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში, ვატო ასათაშვილმა.