პარლამენტი 5-6 ივლისის მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთ მინისტრს ელის, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტების დასაცავად ყველაფერი გააკეთა.
პოლიციის ქმედებებს არაკომპეტენტურს უწოდებს ყოფილი მინისტრი და მთავრობის ყოფილი მეთაური - გიორგი გახარია. კრიტიკის პასუხად გახარიას, ყოფილი თანაგუნდელები, მის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ახსენებენ - მათ შორის 20 ივნისისა და პანკისის მოვლენებს.
როგორ აღმოჩნდა მედია 5 ივლისს თბილისის ცენტრში აგრესიული დაჯგუფებების პირისპირ და რამდენად სწორად იყო დაგეგმილი პოლიციის ქმედებები - დღეს ამ თემაზე პირველი განმარტება მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
გომელაურის არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი პრაიდის მხარდამჭერებისთვის, მათ ამაზე ცალსახა პასუხი აქვთ, რომ პოლიციის უმოქმედობამ ძალადობრივ ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო. ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციაც. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ძალოვანი უწყება ადეკვატურად მოქმედებდა.