16 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ, აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი - თინა ბოკუჩავა 5-6 ივნისის მოვლენებში საპატრირქოს პასუხიმგებლობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა "ღამის კურიერის" ეთერში 5-6 ივნისის მოვლენებზე საპატრიარქოს წილ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ბოკუჩავას განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც ძალადობდა უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული.

"საპატრიარქოს ეკისრება პასუხისმგებლობა ის, რომ ზოგადად არასოდეს არავინ, მათ შორის, არც საპატრიარქომ არ უნდა გააკეთოს განცხადებები, რომელმაც შეიძლება წაახალისოს ძალადობა.

ადამიანები, ვინც რატი წვერავას გაუსწორდა, არ ვიცი ახლა ისინი ინსტიტუციურად არიან თუ არ არიან ნაწილი საპატრიარქოსი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი სამოსი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი საეკლესიო პირები არიან რაღაც ფორმით.

ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ძალადობდნენ, ვინც არ უნდა იყვნენ, აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი.

როდესაც ჟურნალისტებს მიზანიმართულად სცემენ, ასიხლიანებენ, სახის ძვლებს ძვლებს უმტვრევენ, კამერებს ალეწავენ თავზე ამისთვის თურმე "ქართულ ოცნებას" და მის მიერ მართულ სასამართლომ კლანს შეუძლია გამოიტანოს განაჩენი, რითიც ადამიანი ჯარიმით გათავისუფლება," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები