16 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ეს იყო აგრესიის გამოვლენის სრულიად ახალი და ყველასთვის არაპროგნოზირებადი ფორმა - ირაკლი ქადაგიშვილი 5-6 ივლისის მოვლენებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს გაუსწორდნენ, საერთაშორისო დონეზე იყო სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა.

"ჩვენ 30-წლიანი ისტორია გვაქვს მიტინგების, დაპირისპირების. გვინახავს ჟურნალისტსა და მიტინგს შორის წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი, მაგრამ ასეთი რამ, რომ მიტინგიდან გამოეყოფოდა რაღაცა ჯგუფი, რომელიც 53 ჟურნალისტს თავს დაესხმებოდა, არანაირ სცენარში, გამოცდილებაში, ანალიზში არასდროს არ ყოფილა.

ამიტომ ეს იყო აბსოლუტურად მოულოდენელი, უპრეცედენტო რამ. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიციამ, რომელიც იმ წუთში იყო მობილიზებული, დაიწყო რეაგირება. პოლიციელები გადაეფარნენ ჟურნალისტებს, ნაწილს მანქანებით გაჰყავდათ იმ მოვლენების ეპიცენტრიდან, ანუ ეს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო და შეუფასებელი რისკი, იმიტომ, რომ ამის გამოცდილება არც საერთაშორისო დონეზე, არც ჩვენთან ქვეყანაში არ ყოფილა. ეს იყო აგრესიის გამოვლენის სრულიად ახალი და მე ვიტყოდი ყველასთვის არაპროგნოზირებადი ფორმა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები