პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, თუ რატომ იღებს "მოქალაქეები" მონაწილეობას მოსამართლეების შერჩევის პროცესში. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როგორც ხალხის მანდატის მფლობელი, ის და ყველა დეპუტატი ვალდებულია პარლამენტში მიმდინარე საკითხების განხილვაში ჩაერთოს, დასვას კითხვები და საჯარო გახადოს პროცესები, თუმცა მისივე თქმით, იმ დროში, 15 წუთში, რაც დეპუტატს რეგლამენტის ფარგლებში გააჩნია, შეუძლებელია კანდიდატების სრული სახე გამოავლინოს.
"ჩვენ გვაქვს მანდატი, ჩვენ ვართ არჩეული ადამიანები და ეს მანდატი გვავალდებულებს, რომ ყველა პროცესი, რაც მიდის პარლამენტში გავხადოთ საჯარო და საჯარო გავხადოთ ჩვენი კითხვებით. მე ვერავინ ვერ დამდებს ბრალს, რომ იქ ვინმეს რამე კითხვა არ დავუსვი, რაც საჯარო წყაროთი მოვიპოვე მათ შესახებ, ან ძალიან კრიტიკული არ ვიყავი მათი სამოსამართლეო კარიერიდან გამომდინარე.
მაგრამ, მე მაქვს სულ 15 წუთი, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, 15 წუთი მთელი დღის განმავლობაში და ამ 15 წუთში შეუძლებელია მოვასწრო ყველაფრის კითხვა და შეუძლებელია 15 წუთში გამოვაჩინო ადამიანის სრული სახე.
ამიტომ მიმაჩნდა თავიდანაც და დღესაც მიმაჩნია, ოპოზიციის მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ თვითონ მოსამართლეები კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ იქ გამოსვლას და იქ პასუხების გაცემას, დღეს ერთ-ერთი მაგალითად შაყირის ხასიათზეც იყო იმდენად არაფრად მიაჩნდა, ჩემი აზრით, იქ ჯდომა და პასუხების გაცემა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.