20 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
სასარგებლოა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე "ბუსტერ" დოზა, ჯერჯერობით უცნობია - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, სასარგებლოა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე,"ბუსტერ" დოზა იმისთვის, რომ ვირუსის მიმართ დაცვა გაიზარდოს.

კომპანია pfizer-ში კი განაცხადეს, რომ კორონავირუსის "დელტა" შტამისთვის საკუთარი ვაქცინის განახლებულ ვერსიას გამოუშვებენ.

შეერთებული შტატები გეგმავს მოლდოვას, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, ჯონსონის ვაქცინის 500 ათასს დოზა გაუზიაროს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სომხეთის მთავრობა ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმს, სავარაუდოდ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებს. ესპანეთში COVID -19-ის შემთხვევების შედეგად, კანარის კუნძულები კომენდანტის საათს დააწესებს. 

დღის ამბები