16 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
გამოსავალია გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა, რომ მან შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება - ბადრი ჯაფარიძე

ხელისუფლების გადადგომა და გარდამავალი მთავრობის შექმნა - ეს არის "ლელო საქართველოსთვის" მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქცია უმართავ პროცესებზე საუბრობს.

"პიკეტირება იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დავარწმუნოთ "ქართული ოცნება", რომ ახლა ჩვენ გარდა იმისა, ვიდრე განვიხილოთ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი, სხვა თემები ჩვენ არ უნდა განვიხილოთ. გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის, რომ ჩვენ დავითხოვოთ ეს მთავრობა. ამავე დროულად გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა, რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე, რომ მან შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება, გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება, სამწუხაროდ, უკონტროლო პროცესები რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა, სწორედ წინ აღვუდგეთ ასეთი უკონტროლო პოზიციების განვითარებას.

ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური არის ძალადობა უსუსურ ადამიანებზე, მათი ფეხქვეშ გაგდება, შეურაცხყოფა, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, რომ ეს არ აღკვეთეს, მათი პირიდან ქრისტიანობაზე ლაპარაკი არის ფარისევლობა. მათ, ვისაც ევალებოდა ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის და ეკლესიის წინააღმდეგი," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები