საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
მისი თქმით, ადამიანებს მეტი თანაგრძნობის გამოცხადება და ერთმანეთის მეტად გაძლიერება მართებთ. ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოება მეტად პოლარიზებული აღმოჩნდა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.
"ძალიან სამწუხარო არის, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ამ ერთობაში ჩვენი ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. გვმართებს უფრო მეტი თანაგრძნობა.
მე მინდა, რომ სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ჩვენი თანამოქალაქისა, არის ძალიან სამწუხარო," - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.