16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი" - პარლამენტთან აქცია იწყება 

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა - პარლამენტთან რამდენიმე წუთში აქცია უნდა დაიწყოს. მოთხოვნა უცვლელია - "გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი".

საკანონმდებლო ორგანოს წინ სიტყვით გამოსვლას კვლავ გეგმავენ მედიის წარმომადგენლები.

მედიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე დილიდან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პარალელურად, მიმდინარეობს პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების. ადგილზე განლაგებული არიან აქტივისტები და ცდილობენ, რომ იმ შეთხვევაში, თუ იქნება გადაადგილება დეპუტატების, მათ აქტივისტებმა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან.

რამდენიმე ასეთ შემთხვევა უკვე იყო, როდესაც აქტივისტები შენობიდან გამოსულ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებოდნენ. 

დღის ამბები