შელაპარაკება "ოცნების" წევრს, ვასილ ჩიგოგიძესა და მედიის წარმომადგენლებს შორის - ჩოხატაურის მაჟორიტარმა პარლამენტის შენობა ფეხით დატოვა, რა დროსაც მისთვის კითხვების დასმა ჟურნალისტებმა სცადეს. სიტყვიერი დაპირისპირება ვასილ ჩიგოგიძესთან ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანს, ვახო სანაიას და"მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მოხდა.
"ირაკლი კობახიძემ, იმ ტელევიზიის დამფუძნებელს, რომლის ჟურნალისტიც მოკლა თქვენმა ხელისუფლებამ, ნაბიჭვარი უწოდა ტელევიზიის დამფუძნებელს, რატომ უწოდა ტელევიზიის დამფუძნებელს ნაბიჭვარი,"- უთხრა ჩიგოგიძეს ვახო სანაიამ.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ კი, ვასილ ჩიგოგიძეს ჰკითხა, - "რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა", რაზეც ვასილ ჩიგოგიძემ ნიკა გვარამიას უპასუხა - "შენ მთვრალი ხომ არ ხარ"? შენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა".
ვასილ ჩიგოგიძეს კითხვა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც დაუსვა.