სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნახევარი საათის წინ დატოვა. ომბუდსმენის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე პრეზიდენტის და მისი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.
ნინო ლომჯარიას თქმით, მისი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება უარყოფითად იყო შეფასებული, რადგან თვლის, რომ პრემიერის პოზიცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ.
"ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ ჩემი აზრით განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს იმ დღეს. ასევე ვესაუბრე იმაზე, რომ ჩემი აზრით აუცილებელია დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით. ვისაუბრეთ ლექსოს გარდაცვალების თაობაზე და ზოგადად იმ საფრთხეებზე რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას. ჩემი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება უარყოფითად იყო შეფასებული, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პრინციპებს, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.