20 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
აფეთქება საკურორტო ქალაქში - რუსეთში სასტუმროს ნანგრევებში ხალხს ეძებენ

რუსეთში, საკურორტო ქალაქ გელენჯიკის სასტუმროში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. ნანგრევებიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, სხვებიც იყვნენ დარჩნილი.

ყველა დაშავებული ადგილობრივი კლინიკის რეანიმაციაში გადაიყვანეს. მათ დამწვრობები, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.

დაშავებულთა შორის არის ერთი ბავშვი. კიდევ ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთს სხეულის 80%-ის დამწვრობა აქვს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აფეთქება პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომლებმა მაღაზიის გახსნისას შენობაში დენი ჩართეს.

დღის ამბები