20 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბედს მათი ქალიშვილის ნათლობა გადაწყვეტს - ექსპერტი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტი დანიელა ელსერი მიიჩნევს, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგონას ლილიბეთის დაბადების შემდეგ რთული არჩევანის წინაშე დგანან. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

ექსპერტის აზრით, გადაწყვეტილება, რომელსაც ჰარი და მეგანი ახალშობილი გოგონას ნათლობასთან დაკავშირებით მიიღებენ განსაზღვრავს მათ მომავალ ბედსა და იმიჯს საზოგადოებისა და ნათესავების თვალში. ელსერი ირწმუნება, რომ ამ ცერემონიამ შესაძლოა გააუმჯობესოს ან კიდევ უფრო გააუარესოს ნათესავებთან ჰარისა და მაგანის ურთიერთობა.

ელსერის აზრით, დიდ ბრიტანეთში ბავშვის მონათვლა ჩაითვლება, როგორც მშვიდობის ზეთისხლის რტო, სხვა გადაწყვეტილება კი პირიქით:

ლილიბეთის აშშ-ში მონათვლა, დედოფლისგან მოშორებით, რომელიც საერთაშორისო მოგზაურობაზე უარს ამბობს, გახდება ოჯახის საბოლოო დაშლის ნიშანი, - ამბობს ექსპერტი.

არ არის გამორიცხული, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ქალიშვილის ნათლობის აფიშირება არ მოახდინონ. ელსერი წყვილს აფრთხილებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ელიზაბეტ მეორისადმი ღრმა უპატივცემულობის ნიშნადაც ჩაითვლება. მან გაიხსენა, რომ ჰარის და მეგანს ჯერ არ აქვთ გამოქვეყნებული ქალიშვილის ერთი ფოტო, რაც ნათლად მიანიშნებს მათ ჩანაფიქრზე.

პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი 4 ივნისს შეეძინათ.

დღის ამბები