19 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
ორეგონის შტატში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - დაიწვა 21 სახლი, ევაკუირებულია მოსახლეობა

აშშ-ის ორეგონის შტატში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 80 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი საფრთხეს უქმნის ათასობით საცხოვრებელ სახლს. ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა 21 სახლი, ევაკუირებულია მოსახლეობა. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

დღის ამბები