16 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პოლიტიკური შეფასებები 5-6 ივლისის მოვლენებზე - ვინ როგორ გაიგო გზავნილები ვაშინგტონიდან

ოფიციალური ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი და გაფრთხილება თბილისს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მის პასუხისმგებლობას ახსენებს და 5 ივლისს ძალადობაში მონაწილე, ასევე, ძალადობის წამახალისებელი ყველა პირის დაპატიმრებას ითხოვს.

"შეგახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ," - განაცხადა ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა და ხელისუფლებას მოუწოდა საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების ტრიბუნიდან აღნიშნეს ისიც, რომ ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვის სანქციები ერთ-ერთი მექანიზმია.

ვაშინგტონის კრიტიკული გზავნილები პოლიტიკური განხილვის თემად იქცა საქართველოში, ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს, "ქართული ოცნება" კი ოპონენტებს განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.

დღის ამბები