იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა მალე წყალტუბოს მოსახლეობასაც შეეძლება. დასახლებაში ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია კონსტრუქციული, საინჟინრო და გარე მოპირკეთების სამუშაოები.
წყალტუბოს იუსტიციის სახლში 14 თანამშრომელი დასაქმდება. ადგილზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი.