20 მაისი 2024,   02:36
ვრცლად
კაცმა დაკარგული შვილი 24 წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა - ჩინელი მამა-შვილის ემოციური შეხვედრა ათწლეულების შემდეგ

ჩინეთში მცხოვრებმა გუო გენგთენმა გატაცებული შვილი 24 წლის შემდეგ იპოვა. ამის შესახებ BBC News წერს.

ბიჭი 1997 წელს გაიტაცეს, როდესაც ის 2 წლის იყო და სახლთან ახლოს თამაშობდა. მას შემდეგ გუო გენგთენმა მთელი დანაზოგი დახარჯა და შვილის ძებნაში მთელ ქვეყანაში მოტოციკლით  ასეულობით ათასი კილომეტრი მოიარა.  მამაკაცი შვილის პორტრეტით ჩინეთის 20 პროვინციაში ჩავიდა. ამ ხნის განმავლობაში ის ავარიაშიც მოჰყვა და არაერთხელ გახდა ყაჩაღობის მსხვერპლი.

როგორც ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება, საბოლოოდ პოლიციამ შეძლო მისი შვილის ვინაობის დადგენა დნმ-ის ანალიზის დახმარებით.  გაირკვა, რომ ბავშვი ქალმა მოიტაცა თანამზრახველთან ერთად და შემდეგ თანხის სანაცვლოდ გააშვილა.

 გუო გენგთენის მიერ შვილის ძებნის ისტორია, 2015 წელს მხატვრულ ფილმსაც დაედო საფუძვლად, რომელშიც მთავარ როლს ჰონგ კონგელი ვარსკვლავი ენდი ლაუ ასრულებს.

 

დღის ამბები