16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მმართველ გუნდს პარტია "ლელო" სასამართლო რეფორმის ჩაგდებაში ადანაშაულებს

მმართველ გუნდს პარტია "ლელო"სასამართლო რეფორმის ჩაგდებაში ადანაშაულებს. დღეს პარტიის წევრმა განცხადება პარლამენტში გააკეთა.

ანა ნაცვლიშივილის განმარტებით, პუნქტი, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტში "ქართულმა ოცნებამ" თავად მოაწერა ხელი ირღვევა. ის მიმართავს მმართველ გუნდს და მოუწოდებს, რომ დარჩენილი პუნქტების შესრულება ძალიან სწრაფად უზრუნველყოს.

"მან აიღო სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლო რეფორმას ფაქტიურად გამოუცხადა ომი. რეფორმას, რომელის განხორციელების საჭიროებაზე თავად მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მმართველ ძალას, მოვიდეს გონს და დარჩენილი პუნქტების შესრულება უზრუნველყოს ძალიან სწრაფ და ზედმიწევნით რიტმში. სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე იქნება ის შედეგები, რომელსაც მოიმკის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის გამო,"- განმარტავს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები