16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
სახდეპის განცხადება და კრიტიკა დასავლეთიდან - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" იმედგაცრუებული სტრატეგიული პარტნიორების შენიშვნაზე

უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის დანიშვნიდან მე-5 დღეს კრიტიკა უშუალოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ისმის. სტრატეგიული პარტნიორი შეშფოთებას და იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ პროცესი არ შეჩერდა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებამ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია. 

პროცესის შეჩერებას მოითხოვდა საქართველოში ამერიკის ელჩი. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკიდან მიღებული გზავნილები შემაშფოთებელია და ის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. დიპლომატმა მიანიშნა შესაძლო სანქცირებაზეც.

თავის მხრივ შეშფოთება გამოთქვეს "ქართული ოცნების" იმ ლიდერებმა, რომლებიც პოლიტიკურ შეთანხმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. კრიტიკულ განცხადებას განცხადებითვე უპასუხეს და განმარტეს, რომ მოსამართლეები გაუმჯობესებული კანონმდებლობისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაამტკიცეს. 

"ოცნების" ამ განცხადებაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას პარტნიორების არ ესმის. ოპონენტები, რომლებიც მოსამართლეების დამტკიცების პროცესში არ მონაწილეობდნენ, მმართველ გუნდს მოუწოდებენ, სათანადოდ შეაფასონ ვითარების სიმძიმე, გაითვალისწინონ მოსალოდნელი შედეგები და გადადგან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები.

სანქციების ამოქმედების შესაძლებლობას "ოცნებაში" გამორიცხავენ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რომ რთული საკითხია, ამას მმართველ გუნდში აღიარებენ.

ამერიკის სახდეპის განცხადება მოსამართლეთა დანიშვნის შემდეგ პირველი საერთაშორისო კრიტიკა არ არის. მსგავსი გზავნილები მანამდე ევროკომისიის მხრიდან გავრცელდა.

​​

დღის ამბები