16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ყოველგვარი საუბრით სპეკულაციები, სანქციები და ა.შ. პირდაპირ ემსახურება პრორუსულ ნარატივს - როგორ აფასებს ირაკლი ღარიბაშვილი სახდეპის განცხადებას

ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საუბრები აშშ-ს მიერ მოსალოდნელ სანქციებზე პრორუსულ ნარატივს ემსახურება.

"ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამაყობს იმ გამორჩეული უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას და მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ განხორციელებული, გაწეული დახმარებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული ჩვენ ჩვენი მხრივ გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ აღნიშნული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებული არის თანასწორუფლებიანურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე.

რა თქმა უნდა ყოველგვარი საუბრით სპეკულაციები, რომელიც არც მინდა გავიმეორო, სანქციები და ა.შ. პირდაპირ ემსახურება პრორუსულ ნარატივს და ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი.

ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი, და არა ცალკეული ინდივიდების ან ჩინოვნიკების.

ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც მოვედით ჩვენ 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. კარგად მოგეხსენებათ და გვახსოვს ყველას რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლამდე, სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი და არ მთავრდება 1-2 დღეში.

ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში, არის როგორც დღე და ღამე, იყო ღამე - გახდა დღე ნათელი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები