20 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
დამანგრეველ სტიქიას ისევ ებრძვიან - გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ 

150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას გერმანიასა და ბელგიაში. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ეძებენ ასობით დაკარგულს.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა ქალაქები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ქვეყანაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში 15 ათასამდე პოლიციელი, ჯარისკაცი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია ჩართული.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე დროშებს დაუშვებენ. ბელგიაში კი 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები