16 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოსთვის დიდი პატივია - კელი დეგნანი

შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი საქართველოში - ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ვიზიტი პროდუქტიული და ამავდროულად კარგი შესაძლებლობას ქმნის, ისაუბრონ არამხოლოდ ზოგადად საქართველოზე, არამედ ქვეყნის როლზე შავი ზღვის რეგიონში.

"19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესში ევროკავშირთან ძალიან კარგად ვმუშაობდით. მიშელის ვიზიტის პროცესში პირდაპირ ვარ ჩართული, მაგრამ საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ ჩამოდის. ბათუმის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი ღონისძიება და მონაწილეთა დონე ამაზე მეტყველებს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე მთელი შავი ზღვის რეგიონში," - აღნიშნა კელი დეგნანმა

დღის ამბები