ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. როგორც სვეტლანა ციხანოვსკაიას ოფისში აცხადებენ, ოპოზიციონერ ლიდერს კონტაქტი ჰქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან და შეერთებული შტატების ელჩთან ბელარუსში.
სვეტლანა ციხანოვსკაიას ვიზიტის მიზანს ბელარუსში შექმნილი კრიზისული სიტუაციის განხილვა წარმოადგენს.