16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
100-მდე ჟურნალისტზე დაშვებულია საშვი, სპეკულირებაა, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ შემოსვლა - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში 100-მდე ჟურნალისტზე  დაშვებულია საშვი და სპეკულირებაა, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ შესვლა.

"დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.

ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე, გვესმის, რომ მოთხოვნა "შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა.

მნიშვნელოვანია შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე. ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს.

ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი,"-განაცხადა ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ.

დღის ამბები